Cart 0 x

ზიდი
  • ჩვენს შესახებ
  • პროდუქტები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი
  • ka_GE
  • en_US
English

Languages

  • En
  • Fr
  • De

Quick contacts

  • 924/1 Cummerata Mission, Los Angeles, USA, Inc - 4852

  • lusion@gmail.com
  • +8 (800) 123 4589
  • Monday: 13:00-18:00

  • English
  • France
  • Germany
  • ჩვენს შესახებ
  • პროდუქტები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი
  • en_US
  • ka_GE
ზიდი

სრული ტრაილერები

  • მყარად დახურული ტრაილერი
    სრული ტრაილერები

    მყარად დახურული ტრაილერი

    სრული, მყარად დახურული ტრაილერი – სატრანსპორტო სერვისი, რომელიც იყენებს სრულად დახურულ მისაბმელებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცულ ტრანსპორტირებას. ეს სერვისი იდეალურია ძვირფასი ან სათუთი ნივთების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დაცვას გარე ელემენტებისაგან, რაც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო და ხელუხლებელი მიწოდებას.

    მყარად დახურული ტრაილერი წარმოადგენს ტვირთის ტრანსპორტირების უმაღლესი დონის დაცულობას და საიმედოობას. ასეთი ტიპის ტრაილერები განკუთვნილია მგრძნობიარე, ძვირფასი, ან ადვილად დაზიანებადი ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვისთვის, რაც უზრუნველყოფს მისი პირვანდელი მდგომარეობით დანიშნულების ადგილამდე მიტანას.

    ძირითადი მახასიათებლები

    • დახურული კონსტრუქცია
      • ტრაილერის კორპუსი სრულად დახურულია და დამზადებულია გამძლე მასალისგან, რაც იცავს ტვირთს კლიმატური პირობებისგან, მათ შორის წვიმის, მზის და ქარისგან.
    • უსაფრთხოების მაღალი დონე
      • სპეციალური ჩაკეტვის მექანიზმები და უსაფრთხოების სისტემები ტვირთის ქურდობის ან დაზიანებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
    • დიდი დატვირთვის მოცულობა
      • მყარად დახურული ტრაილერები განკუთვნილია როგორც მოცულობითი, ისე მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.
    • კლიმატ კონტროლი
      • შესაძლებელია დამატებითი ტემპერატურული რეგულაციის სისტემების დაყენება, რაც მგრძნობიარე ტვირთის გადაზიდვას უფრო საიმედოს ხდის.

    გამოყენების სფეროები

    • ელექტრო ტექნიკის გადაზიდვა
      • კომპიუტერები, ტექნიკა და სხვა ძვირფასი ელექტრონიკა, რომელსაც სჭირდება დაცვა კლიმატური  გავლენისგან.
    • საყოფაცხოვრებო ნივთები
      • მყარად დახურული ტრაილერი შესანიშნავია ავეჯის ან სხვა სენსიტიური ნივთების უსაფრთხოდ გადასაზიდად.
    • ფარმაცევტული პროდუქტები
      • ისეთი ტვირთი, როგორიცაა მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურა, საჭიროებს დაცულ და სტაბილურ პირობებში ტრანსპორტირებას.
    • ტანსაცმლისა და ქსოვილების გადაზიდვა
      • მოდის ინდუსტრიისთვის განკუთვნილი ტვირთი, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი მტვრისა და დაზიანებისგან.
    • სოფლის მეურნეობის პროდუქტები
      • საკვების ან ბოსტნეულის გადაზიდვა, რომელიც უნდა იყოს დაცული ტენიანობისა და მზის ზემოქმედებისგან.

    მყარად დახურული ტრაილერი იდეალური არჩევანია ტვირთის უსაფრთხო, საიმედო და დაცული ტრანსპორტირებისთვის. მისი მრავალმხრივი შესაძლებლობები ამარტივებს ლოჯისტიკურ პროცესებს და ზრდის თქვენი ტვირთის მიწოდების ეფექტურობას. 

    შესაკვეთად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +995 595 565 060

    ჩვენება
  • ტენტიანი ტრაილერი
    სრული ტრაილერები, ტრანსპორტირება

    ტენტიანი ტრაილერი

    მისაბმელიანი ტრაილერი -სპეციალიზებული სატრანსპორტო მომსახურება, სადაც სრული სატვირთო მანქანა აღჭურვილია ტენტიანი საბარგულით.

    სტანდარტული ტენტიანი ტრაილერი 

    ძირითადი მახასიათებლები

    • ტენტი
      • ტენტიანი ტრაილერის ძირითადი მახასიათებელი არის ლითონის კონსტრუქციაზე გადაჭიმული  სპეციალური მასალისგან დამზადებული ქსოვილი, რომელიც იცავს ტვირთს ცუდი მეტეოლოგიური  პირობებისგან
    • მაღალი ტვირთამწეობა
      • ტენტიანი ტრაილერებით შესაძლებელია მძიმე ტვირთის ტრანსპორტირება.
    • მოქნილობა და გრძელ დისტანციებზე ტრანსპორტირება
      • ამ ტიპის ტრაილერები განსაკუთრებით სასარგებლოა  ტვირთის   დიდი დისტანციებზე გადასატანად.
    • დამატებითი უსაფრთხოების მახასიათებლები
      • ტენტი კარგად არის გაჭიმული, რათა თავიდან აიცილოს ტრანსპორტირების დროს ტვირთის გადმოვარდნა და დაზიანება
    • დატვირთვა/გადმოტვირთვის  მრავალი შესაძლებლობა
      • ტენტიანი ტრაილერების დატვირთვა/გადმოტვირთვა შესაძლებელია  ორივე გვერდის, ზედა და უკანა მხრიდან, რაც მათ მოქნილობას მატებს 

    უპირატესობები

    • გადაზიდვის ეფექტურობა
      • ტენტიანი ტრაილერები უფრო მოქნილია, ვიდრე მყარად დახურული ტრაილერები
    • სამშენებლო და ინდუსტრიული ტვირთების უსაფრთხო დაცვა
      •  უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
    • მთლიანი ტვირთის ადვილად ხელმისაწვდომობა
      • კონსტრუქცია იძლევა ნებისმიერ დროს სწრაფი ჩატვირთვას/გადმოტვირთვის  შესაძლებლობას.
    • მრავალმხრივი გამოყენება
      • ტრაილერი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომაში, არის უნივერსალური და გამოსაყენებელი  სხვადასხვა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

    ტენტიანი ტრაილერი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ გადაზიდვა იყოს მოქნილი, ეფექტური და სწრაფი. მისი სიმძლავრე, გამძლეობა და ადვილად გამოყენება იდეალური არჩევანია ფართო სპექტრის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.

    შესაკვეთად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +995 595 565 060

    ჩვენება
  • ტრაილერი ტემპერატურული რეჟიმით
    სრული ტრაილერები

    ტრაილერი ტემპერატურული რეჟიმით

    ტრაილერი მაცივარი – ტემპერატურული რეჟიმით – სპეციალიზებული სატრანსპორტო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ტემპერატურის კონტროლირებად კონტეინერს სრული გადაზიდვის ფარგლებში. ეს სერვისი გადამწყვეტია მალფუჭებადი საქონლის, ფარმაცევტული საშუალებების ან ნებისმიერი ნივთის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც მოითხოვს სპეციფიკურ ტემპერატურულ პირობებს მთელი გადაზიდვის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს მათ ხარისხს და მთლიანობას.

    ტრაილერი ტემპერატურული რეჟიმით (მაცივარი ტრაილერი) წარმოადგენს სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ტრანსპორტირების დროს შეუძლია სატვირთო განყოფილებაში შექმნას და შეინარჩუნოს  გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი.

    ძირითადი მახასიათებლები

    • ტემპერატურის კონტროლი
      • ტრაილერი აღჭურვილია თანამედროვე მაცივრებით, რომლებიც სრულად აკონტროლებენ ტემპერატურის პარამეტრებს.
    • მარტივი მართვა
      • მართვის სისტემა და ტექნოლოგია იღებს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ტემპერატურის სტაბილურობისთვის, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისს.
    • მაქსიმალური დაცვა
      • სპეციალური იზოლაცია და სატვირთო განყოფილების კონსტრუქცია  უზრუნველყოფს ტემპერატურის თანაბარ განაწილებას.
    • სხვადახვა  ზომები
      • ტრაილერები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომაში, რაც განსხვავებული ტევადობის ტიპის ტვირთების ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.

    გამოყენების სფეროები

    • მალფუჭებადი პროდუქტები
      • სურსათის ინდუსტრიაში  ტრაილერები აუცილებელია პერშონალური პროდუქციის, როგორიცაა ხორცი, რძე, თევზი, ხილი და სხვა სენსიტიური პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.
    • ფარმაცევტული პროდუქცია
      • მედიკამენტები, ვაქცინები, სამედიცინო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროებენ ზუსტ ტემპერატურულ რეჟიმს ხარისხის შენარჩუნებისთვის.
    • კოსმეტიკა და პირადი მოვლის პროდუქცია
      • ზოგიერთ კოსმეტიკურ და პირადი თავის მოვლის პროდუქტს, როგორიცაა კრემები ან სარეცხი სითხეები, საჭიროებენ ტემპერატურის კონტროლს.
    • თევზის და სხვა ზღვის პროდუქტების ტრანსპორტირება
      • თევზის ან სხვა ზღვის პროდუქტების გადაზიდვა, რომლებიც მალფუჭებადია და საჭიროებენ მუდმივად ტემპერატურის კონტროლს.
    • საოჯახო და სამზარეულო ტექნიკა
      • ზოგიერთ ტექნიკას, განსაკუთრებით სასადილო მაცივრებს, საყინულეებსა და სხვა მოწყობილობებს, სჭირდებათ კონკრეტული ტემპერატურა დაუზიანებულად ტრანსპორტირებისთვის.

    ტრაილერი ტემპერატურული რეჟიმით უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას და ხარისხის შენარჩუნებას მთელი გადაზიდვის პროცესის განმავლობაში. მისი გამოყენება არამარტო მნიშვნელოვანია პროდუქტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ზუსტ ტემპერატურას გადაზიდვისას. 

    შესაკვეთად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +995 595 565 060

    ჩვენება
  • ღია ტრაილერი (პლაშატკა)
    სრული ტრაილერები

    ღია ტრაილერი (პლაშატკა)

    სრული ტრაილერები – ღია (პლაშატკა) – სატრანსპორტო მომსახურება, სადაც სრული სატვირთო ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ღია მისაბმელით. ეს სერვისი განკუთვნილია საქონლის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც არ საჭიროებს დაცვას ამინდის ცვლილებისას და იძლევა მოსახერხებელი დატვირთვისა და გადმოტვირთვის საშუალებას მისაბმელის ნებისმიერი მხრიდან, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას და ეფექტურობას ლოგისტიკის პროცესში.

    შესაკვეთად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +995 595 565 060

    ჩვენება

Filter Options

კატეგორიები

  • ტექნიკის იჯარა
    • ავეჯის ლიფტი ჟირაფი
    • ამწე კალათები
    • ბულდოზერი
    • გენერატორები
    • ექსკავატორი
    • კანალიზაციის შეწოვის აპარატები
    • მტვირთავი
    • სამშენებლო ამწეები
    • საწყობის მოწყობილობა
    • Კონტეინერები
    • Მანიპულატორები
    • Სატვირთოები
  • ტრანსპორტირება
    • გადამზიდი ლაფეტები
    • ევაკუატორი
    • თვითმცლელები
    • მანიპულატორი
    • სრული ტრაილერები
  • ყველა
კონტაქტი
Facebook-f Linkedin

ტელ.:

+995 595 565 060

ელ.ფოსტა:

info@zidi.ge

მისამართი:

ი. ჭავჭავაძის გამზ. 23-23ა, თბილისი, საქართველო

google play
app store
გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სიახლეების გამოსაწერად ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.

©2020 ZIDI.GE – ყველა უფლება დაცულია

X